пятница, 22 ноября 2013 г.

გაკვეთილი. პიროვნების როლი ისტორიაში ილია ჭავჭავაძე
შედეგი: მოსწავლეს შეუძლია, გაანალიზოს პირველად და მეორადი წყაროები.
ინდიკატორი: ისტორიულ წყაროებზე მუშაობისას ადგენს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს; მსჯე-ლობს პიროვნების როლზე ისტორიაში;
ისტორიული წყაროდან გამოტანილ ინფორმაციას აჯგუფებს საზოგადოებრივი ცხოვ-რების სხვადასხვა სფეროს (პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა, რელიგია, სოციალური ურთიერთობები) მიხედვით;
შედეგი: მოსწავლეს შეუძლია ისტორიული კვლევის დაგეგმვა და ჩატარება.
ინდიკატორი: დამოუკიდებლად ან მასწავლებლის დახმარებით ირჩევს საკვლევად მისთვის სა-ინტერესო ისტორიულ საკითხს და წერს ესეს:

გაკვეთილის მიზნები

შეფასება

 აქტივობები

მოსწავლეთა ორგანიზება
დროის განაწილება
რესურსები
პირველადი წყაროს ანალიზის საფუძველზე ინფორმაციას აჯგუფებს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს მიხედვით

მოსწავლე
მსჯელობს პიროვნების როლზე ისტორიაში _
პრობლემის გააზრება და კავშირების დადგენა

კვლევის და
თანამშრომლობის უნარი

დაკვირვება
კითხვა-პასუხი


დისკუსიის შეფასების სქემა





გონებრივი იერიში

წყაროების წაკითხვა

დახარისხება-პრობლემების მიხედვით

დისკუსია

საშინაო დავალება

მთელი კლასი


ინდივიდუალურად


წყვილებში



მთელი კლასი

მთელი კლასი
5 წთ


8 წთ


8 წთ


22 წთ


2 წთ

სახელმძღვანელო








რეკომენდაცია:
გაკვეთილი დაიწყეთ გონებრივი იერიშით _ რა ახსოვთ, რა იციან მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის შესახებ.
წყაროების წაკითხვის შემდეგ სთხოვეთ მათ, გამოიყენონ ნებისმიერი ცხრილი, დიაგ-რამა, რომელიც ურჩევნიათ და დაახარისხონ მონაცემები პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზე-ბის (გამოსავლების) მიხედვით (სოც. თემატიკა, სწავლა, ზნეობა, საბანკო საქმე, ვაჭრობა.).
უპასუხონ გაკვეთილში დასმულ შეკითხვებს. ბოლოს გამართეთ დისკუსია. გაიხსენონ ვის ეკუთვნის სახელ-მძღვანელოს დასაწყისში მოცემული ფრაზა: `პიროვნება ქმნის ისტორიას თუ ისტორია ქმნის პიროვნებებს~? იმსჯელონ, ეთანხმებიან თუ არა ამ გამონათქვამს მაგ. ილიას მაგალითზე. მოსწავლეებმა ჩამოთვალონ პიროვნებები, რომელთაც, მათი აზრით, შექმნეს ისტორია.
საშინაო დავალება არჩევითია: მოსწავლეებს სთხოვეთ აირჩიონ:
ნებისმიერი პიროვნება და დაწერონ ესე იგივე სათაურით, ან ილია ჭავჭავაძე, მოძიებული და-მატებითი მასალის გამოყენებით.

თუ სკოლის რესურსი იძლევა საშუალებას, შეგიძლიათ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე მოსწავლეებს აჩვენოთ დოკუმენტური ფილმი ილიას მკვლელობაზე და კლასში განიხილოთ